პეტრე ხუციშვილი კარიერას „ორიაკში“ გააგრძელებს - ფრანგულ გუნდში ათი ქართველი ითამაშებს #1TVSPORT
პეტრე ხუციშვილი კარიერას „ორიაკში“ გააგრძელებს - ფრანგულ გუნდში ათი ქართველი ითამაშებს #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის (PRO D2) გუნდი „ორიაკი“ გიორგი ჯავახიამ და გიორგი გოგოლაძემ დატოვეს. ჯავახია კარიერას „გრენობლში“ განაგრძობს, გოგოლაძე კი ჯერჯერობით თავისუფალი აგენტია.

თუმცა, „ორიაკი“ ქართველი მორაგბეების ნაკლებობას მაინც არ განიცდის, გუნდმა კონტრაქტი გაუფორმა „ლელოს“ 20 წლის მოთამაშეს, პეტრე ხუციშვილს, რომელიც ახალ გუნდს ზაფხულში, 20-წლამდელთა მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ შეუერთდება, ხოლო კიდევ ერთ ქართველთან, 22 წლის ირაკლი მჭედლიძესთან ახალ, ოთხწლიან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

„ორიაკი“ ერთ-ერთ ყველაზე „ქართული“ გუნდია, რომლის რიგებშიც ახალ სეზონში 10 ქართველი იქნება: გიორგი ქართველიშვილი, ირაკლი მჭედლიძე, ნიკოლოზ ქარდავა, ლუკა ნიორაძე, ალექსანდრე ბურდული, ბექა შვანგირაძე, ნიკოლოზ საყვარელიძე, მიხეილ ალანია, პეტრე ხუციშვლი და დაჩი პაპუნაშვილი.