ახლო აღმოსავლეთში კრივის სუპერტურნირი იგეგმება - ერთ დღეში შეიძლება ფიურიმ, უსიკმა, უიალდერმა და ჯოშუამ იჩხუბონ #1TVSPORT
ბრიტანელმა ბიზნესმენმა, საიმონ ჯორდანმა სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა სუპერმძიმე წონაში საკრივო სუპერბრძოლების ჩატარების შესახებ ტაისონ ფიურის, ალექსანდრ უსიკის, დეონტეი უაილდერისა და ენტონი ჯოშუას მონაწილეობით. მინიტურნირს ახლო აღმოსავლეთი უმასპინძლებს.
სავარაუდოდ, ფიური უსიკს შეხვდება, ხოლო უაილდერი ჯოშუას წინააღმდეგ გავა საბრძოლველად. ამ ბრძოლებში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.
როგორც ბრიტანულ პრესაში წერენ, ეს სცენარი შეესაბამება ენტონი ჯოშუას სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ დეკემბრამდე არ აპირებს რინგზე გასვლას.