შოტნალდიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სტივ კლარკმა გუნდში ხუთი დებიუტანტი გამოიძახა – „ლივინგსტონის“ მეკარე ლიემ კელი, „აბერდინის“ მცველი მაიკლ დევლინი და „კილმარნოკის“ სამი ფეხბურთელი – სტიუარტ ფინდლეი, გრეგ ტეილორი და იმონ ბროფი.
გუნდში დაბრუნდნენ ასევე მეკარე დევიდ მარშალი ინგლისური „ჰალიდან“ და ტომ კერნი „ფულჰემიდან“.
არცერთი ეს ფეხბურთელი ალექს მაკლიშის გუნდში არ იყო, როდესაც შოტლანდიამ ყაზახეთთან და სან-მარინოსთან ითამაშა, თუმცა იყვნენ ჯონ ფლეკი და ოლი მაკბერნი, რომლებიც ახალმა მწვრთნელმა არ გამოიძახა.
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ, მესამე და მეოთხე ტურებში შოტლანდიის ეროვნული გუნდი 8 ივნისს შინ კვიპროსს დაუპირისპირდება, 11 ივნისს კი სტუმრად ბელგიას შეხვდება.