პრესკონფერენცია | სტივ კლარკი - ხვიჩა კვარაცხელია სადაც თამაშობს, ის გუნდი რთული მეტოქეა #1TVSPORT
საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩის (2:2) შემდეგ სტუმართა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კლარკმა შეხვედრა შეაფასა.
„თამაში საკამოდ დაძაბული გამოდგა. საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და ორი გოლი გაიტანა, მაგრამ ჩვენ ხასიათი გამოვავლინეთ. კმაყოფილი არ ვარ, რადგან ვერ მოვიგეთ.
ვიცოდი, რომ არბიტრი ბევრ დროს დაამატებდა და იმედი მქონდა, რომ გოლის გატანას მოვახერხებდით. მიხარია, რომ ეს შევძელით.
მეტოქისგან ბევრი პროვოკაცია იყო? ამისთვის ყველა თამაშში მზად უნდა ვიყოთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. როდესაც გუნდი იგებს, ყველაფერს აკეთებს ანგარიშის შესანარჩუნებლად. ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია.
საქართველო არა მხოლოდ მეოთხე კალათის საუკეთესო გუნდია, არამედ მესამე კალათაშიც ერთ-ერთი გამორჩეული იქნება, ხვიჩა კვარაცხელია სადაც თამაშობს, ის გუნდი რთული მეტოქეა და, ვფიქრობ, პლეი ოფში წარმატებას მიაღწევს“.