
სამყაროს აღსასრულის ახალი გათვლები მიუთითებს, რომ ყველაფრის აღსასრული იმაზე გაცილებით ადრე დადგება, ვიდრე ამას წინა გათვლები მიუთითებდა.
მას შემდეგ, რაც მხედველობაში მიიღეს სამყაროში ყველაფრის მიერ გამოყოფილი ჰოკინგის რადიაცია, დადგინდა, რომ სამყაროს ფუნქციური აღსასრული 1078 წლის შემდეგ დადგება. რა თქმა უნდა, იმ დროისათვის კაცობრიობა იმ დროისათვის ისედაც უკვე აღარ იქნება, მაგრამ ეს რიცხვი იმაზე 101,100 წლით ნაკლებია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
„სამყაროს აღსასრული მოსალოდნელზე გაცილებით მალე დადგება, მაგრამ საბედნიეროდ, ამას მაინც ძალიან დიდი დრო დასჭირდება“, — ამბობს ნიდერლანდების რედბუდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ჰეინო ფალკე.
კვლევა წარმოადგენს 2023 წლის პუბლიკაციის პირდაპირ გაგრძელებას, რომელშიც ფალკემ და მისმა კოლეგებმა, მაიკლ ვონდრაკმა და ვალტერ სუიჯლეკომ დაადგინეს, რომ შავი ხვრელები სულაც არაა სამყაროში ერთადერთი რამ, რაც ჰოკინგის რადიაციას გამოყოფს. ჰოკინგის რადიაციით ან რაღაც მისი მსგავსით თანდათანობითი აორთქლება შეიძლება განიცადოს სხვა ნაკლებად მკვრივმა ობიექტებმაც.
ცოტა რთული ამბავია და საჭიროა უფრო დეტალებში ჩასვლა, მაგრამ ძირითადი არსი ის არის, რომ ჰოკინგის მსგავსი რადიაცია — ნაწილაკების სპონტანური წარმოქმნა, რომლებიც ფრინდებიან და თან მიაქვთ შავი ხვრელის ენერგიის ნაწილი; ირკვევა, რომ ეს რადიაცია შეიძლება წარმოიქმნას ნაკლებად ექსტრემალური სივრცე-დროის გამრუდებულობის დროსაც.
ტრადიციულად მიიჩნეოდა, რომ საჭირო იყო მოვლენათა ჰორიზონტი — წერტილი, რომელთანაც შავი ხვრელის გრავიტაციული მიზიდულობა იმდენად ძლიერია, რომ მისგან გასაქცევად საჭირო სიჩქარე სინათლესაც კი არ გააჩნია.
თუმცა, 2023 წლის კვლევაში ჯგუფმა დაადგინა, რომ ეს შეიძლება მოხდეს სხვა ულტრამკვრივ ან ძლიერ მასიურ ობიექტთა გარშემოც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯგუფის მოდელის თანახმად, სივრცის გამრუდება ნეიტრონულ ვარსკვლავთა და თეთრ ჯუჯა ვარსკვლავთა გარშემო, ასევე მასიურ გალაქტიკათგროვათა გარშემო, ასევე უნდა აადვილებდეს აორთქლებას.
„ძალიან დიდი პერიოდის შემდეგ, ეს გამოიწვევს არა მხოლოდ შავი ხვრელების, არამედ სამყაროში ყველაფრის თანდათან აორთქლებას. ეს კი ცვლის ჩვენს წარმოდგენას არა მხოლოდ ჰოკინგის რადიაციის, არამედ სამყაროსა და მისი მომავლის შესახებაც“, — განმარტავს ფლაკე 2023 წლის პუბლიკაციაში.
შემდეგ ჩნდება ასეთი კითხვა — რამდენი ხანი დასჭირდება ამას? მკვლევართა ჯგუფმა სწორედ ეს გამოთვალა.
თეთრი ჯუჯები, ნეიტრონული ვარსკვლავები და შავი ხვრელები ობიექტთა ერთ ოჯახს მიეკუთვნება. ისინი ვარსკვლავთა სიკვდილის შემდეგ დარჩენილი ობიექტებია; სიკვდილის შემდეგ, ვარსკვლავები მატერიის გარე შრეებს კარგავენ, ბირთვი კი ულტრამკვრივ ობიექტად კოლფასირდება.
მზეზე დაახლოებით მაქსიმუმ რვაჯერ მასიური ვარსკვლავები თეთრ ჯუჯად გადაიქცევიან; თეთრი ჯუჯების მასის ზედა ზღვარი 1,4 მზის მასაა. 8-დან 30-მდე მზის მასის მქონე ვარსკვლავები ნეიტრონულ ვარსკვლავებად გადაიქცევიან, რომელთა მაქსიმალური მასაზე დაახლოებით 2,3 მზის მასაა. მზეზე 30-ჯერ და მეტად მასიური ვარსკვლავები კი შავ ხვრელებად გადაიქცევიან.
რაც უფრო მკვრივია ობიექტი, მით უფრო ძლიერია მისი გრავიტაციული ველი. ამ სამი ობიექტიდან შავი ხვრელი ყველაზე მკვრივია, თეთრი ჯუჯები კი ყველაზე ნაკლებად. ეს იმას ნიშნავს, რომ აორთქლებისთვის თეთრ ჯუჯებს ყველაზე მეტი დრო დასჭირდებათ. დრო, რომელიც თეთრი ჯუჯას სიკვდილისთვისაა საჭირო, მკვლევრებმა საზომად გამოიყენეს, რომლითაც სამყაროსთვის დარჩენილი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზომეს.
ვინაიდან შავ ხვრელებს ყველაზე მაღალი სიმკვრივე და შესაბამისად ყველაზე ძლიერი გრავიტაციული ველები აქვთ, ჯგუფის შეფასებით, აორთქლებისთვის მათ ყველაზე ნაკლები დრო დასჭირდებათ. იმისათვის, რათა ვარსკვლავური მასის შავი ხვრელისგან აღარაფერი დარჩეს, 1067 – 1068 წელიწადია საჭირო; მაგრამ მათდა გასაკვირად, ამდენივე დრო სჭირდებათ ნეიტრონულ ვარსკვლავებსაც.
ამას საკმაოდ საინტერესო მიზეზი აქვს. როგორც ვონდრაკი აღნიშნავს, შავ ხვრელებს ზედაპირი არ აქვთ. ისინი საკუთარი რადიაციის რაღაც ნაწილს შთანთქავენ, რაც ამ პროცესს აჭიანურებს.
როგორც ჯგუფმა გამოიანგარიშა, საშუალო თეთრი ჯუჯას სიცოცხლის ხანგრძლივობა 1078 წელია, რითაც ის სამყაროში რეგულარული მატერიის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზედა ზღვართან იმყოფება.
თუმცა, სამყაროში არსებობს რაღაცები, რომლებიც თეთრ ჯუჯებზე უფრო დიდხანს უნდა ცოცხლობდნენ. მთვარის აორთქლებას 1089 წელიწადი დასჭირდება. ადამიანის სხეულს 1090 წელიწადი და ა. შ. ანუ, სამუდამოდ სიცოცხლეც რომ მოვინდომოთ, ამ დაბრკოლებას შეიძლება საბოლოოდ მაინც წავაწყდეთ.
სუპერმასიურ შავ ხვრელს 1096 წელი დასჭირდება, გალაქტიკების სუპერგროვას შემოხვეულ ბნელი მატერიის გიგანტურ ჰალოს კი 10135 წელი. მიუხედავად ამისა, ეს რიცხვი მაინც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თეთრი ჯუჯას ნარჩენის წინა შეფასებებით მიღებული სიცოცხლის ხანგრძლივობა — 101,100 წელი.
არცერთი ეს თარიღი ჩვენ არანაირ პრობლემას არ შეგვიქმნის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მზის სიკვდილის შემდეგ, ანუ ხუთი მილიარდი წლის შემდეგ კაცობრიობა უკვე ვარსკვლავთშორისი სახეობა იქნება, არსებობის გაგრძელებას იმაზე კიდევ მრავალჯერ დიდხანს მოვახერხებთ, ვიდრე სამყაროს ამჟამინდელი ასაკია.
მკვლევართა ჯგუფს იმედი აქვს, რომ მათ მიერ მიღებული შედეგები სამყაროს იმაზე უკეთესად აღქმაში დაგვეხმარება, ვიდრე აქამდე გვქონდა.
კვლევა Journal of Cosmology and Astroparticle Physics-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია astronomie.nl-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.