ჰოკეის ეროვნული ლიგის პრესსამსახურმა 2019-2020 წლების სეზონის რეგულარული ჩემპიონატის სტარტის წინ გაავრცელა ინფორმაცია მოთამაშეთა ეროვნების შესახებ.
ახალ სეზონზე სტარტი 690-მა ჰოკეისტმა აიღო. ისინი 20 სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ.
ყველაზე მეტი მოთამაშე ლიგაში ჰყავს კანადას – 295, რაც საერთო რიცხვის 42.8 პროცენტს შეადგენს. შემდეგ მოდის ამერიკის შეერთებული შტატები – 177 ჰოკეისტი. მესამე ადგილზე აღმოჩნდა შვედეთი (79), მეოთხეზე – ფინეთი (33), რომელმაც გაუსწრო მეხუთე პოზიციაზე გასულ რუსეთს (31).
ტოპ-ათეულში ასევე შევიდნენ: ჩეხეთი (26), შვეიცარია (11), სლოვაკეთი (9), დანია (7) და გერმანია (7). ერთიდან სამ ჰოკეისტამდე ჰყავთ NHL-ში ავსტრიას, ლატვიას, საფრანგეთს, ბულგარეთს, ესტონეთს, დიდ ბრიტანეთს, ყაზახეთს, ნორვეგიას, სლოვენიასა და უკრაინას.
ყველაზე ინტერნაციონალური გუნდები აღმოჩდნენ „კოლორადო“ და „კოლამბუსი“. ამ გუნდებში ცხრა-ცხრა ქვეყნის წარმომადგენლები თამაშობენ.