აკაკი მინაშვილი - პროტესტის გარკვეული ფორმები შეიძლება, არ იყოს სასურველი, არ უნდა შეეხოს შვილებს და ოჯახის წევრებს
აკაკი მინაშვილი - პროტესტის გარკვეული ფორმები შეიძლება, არ იყოს სასურველი, არ უნდა შეეხოს შვილებს და ოჯახის წევრებს

პროტესტის გარკვეული ფორმები შეიძლება, არ იყოს სასურველი, არ უნდა შეეხოს შვილებს და ოჯახის წევრებს, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი დღეს ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით. სოციალურ ქსელში პირი, რომელსაც სამუშაო ადგილად „ნაციონალური მოძრაობა“ აქვს მითითებული, ავრცელებს ფოტოებს, სადაც ერთ-ერთ სადარბაზოში უცენზურო წარწერაა გაკეთებული და ასევე წერია – „აქ ცხოვრობს ჩიტო“, ხოლო ქუჩაში, ბოძებზე სასჯელაღსრულების უწყების ერთ-ერთი თანამშრომლის ფოტოებია გამოკრული, მსგავსი წარწერებით.

„გოგა ორდენიძე არის ადამიანი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა საქართველოს ინტერესები, ქვეყნის ინტერესები და მას გაუჭირდება ძალიან, რომ ვინმეს თვალი გაუსწოროს. მის მიმართ უნდა იყოს ძალიან მკაცრი პროტესტი.

რაც შეეხება პროტესტის ფორმებს, არის პროტესტის გარკვეული ფორმები, რომლებიც შეიძლება, არ იყოს სასურველი ამ შემთხვევაში. მე ვგულისხმობ, პროტესტი არ უნდა შეეხოს მის შვილებს და მის ოჯახის წევრებს“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.