ვრცელდება ფარული აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამია, აკაკი მინაშვილი და ნიკა ფარულავა პაველ ჰერჩინსკისა და ხვიჩა კვარაცხელიას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ

საინფორმაციო სააგენტო FOR.GE ავრცელებს ფარულ აუდიოჩანაწერს. ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, ნიკა გვარამია, აკაკი მინაშვილი და ნიკა ფარულავა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისთან დაკავშირებით საუბრობენ და მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ:

„აკაკი მინაშვილი: ბიჭო, უცხოელებთან ბოლომდე გაიფუჭეს სახელი ამათმა; ნიკა გვარამია: აი, ხომ გითხარით, ისტერიჩკად გამოვიდა-მეთქი ჰერჩინსკი. ჰერჩინსკის იქ ცალკე ათრევენ. დარწმუნებული ვარ… სტატუსი მიგვანიჭებინეო. აუცილებლად ეგრე იქნება;

ნიკა ფარულავა: ჰერჩინსკიმ თავის კარიერაში ჩაიწერა; ნიკა გვარამია: ხოდა, ახლა ჩაიწერს თავის კარიერაში… ჩაიხატავს დიდ ყ..ს;

აკაკი მინაშვილი: ჩაიწერა თავის კარიერაში…; ნიკა ფარულავა: რომ კრიზისი მოაგვარა და წავიდა; აკაკი მინაშვილი: ვერ ჩაიწერა, როგორ, გადააგდეს; ნიკა გვარამია: მოაგვარა კი არა, ჩაიწერა სირცხვილი“.

საინფორმაციო სააგენტო FOR.GE-მ ასევე გაავრცელა მეორე აუდიოჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერები ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობენ. ჩანაწერში სავარაუდოდ აკაკი მინაშვილი და ნიკა ფარულავა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გამოხმაურება საკმარისი არ არის:

„ნიკა ფარულავა: ქოჩორაშვილის მამის ბოლო პოსტი იყო უმურტლესი, ჩვენი პოზიცია აქ უკვე დაფიქსირებულიაო;

აკაკი მინაშვილი: რა, რას იძახის? სპორტსმენი უფრო რა? ნიკა ფარულავა: უფრო გააქტიურდებიან. ეს ხვიჩა ხო ყ..ა, მაგარი ყ.ა;

აკაკი მინაშვილი: კაროჩე, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელს ეგრე ებრძოდნენ, მე არ გამიგია;

ნიკა ფარულავა: ვებრძვით რა… ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავს მაგას. კაროჩე, ჩაი…ვა ნაკრებმა რა, ამდენი ხანი რომ არცერთი არ დამასტავ, ყ..ე ხარ რა…კვარა არის ყ…ე. კვარა რატომ არის ყ…ე, იცი? გეტყვი, წიტაიშვილი როცა ხარ, შეიძლება, გითხრან, დედას მოგი…ავ, არ გათამაშებო. კვარაცხელია როცა ხარ, მაგას ვერავინ გეტყვის. რევოლუცია… დედის ტყ..ნა იქნება… კანკავას მაინც რა სჭირს, ბო…შვილი ვიყო;

აკაკი მინაშვილი: ეგ ხომ არასდროს აქტიურობდა. მგონი, ქოცია; ნიკა ფარულავა: ქეცბას სასტავიდანაა კანკავა. გიორგი იმედაშვილი: კალაძესთან არ არის? ნიკა ფარულავა: არა, ღადაობ, რას მეუბნები. ცნობილი ფაქტია, რა კალაძის სასტავი, ორგანულად ვერ იტანს. არა ვაფშე ვერ იტანს ამათ. ქეცბას სასტავია კანკავა“.