თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაპირისპირება მოხდა [ფოტო/ვიდეო]

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაპირისპირება მოხდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაპირისპირებისას დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე და სამართალდამცველი.

დაპირისპირება სასამართლოს შენობასთან, დაცვის ჯიხურზე აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ბესიკ თამლიანის ასვლამ გამოიწვია, სამართალდამცველები მის ჩამოყვანას ცდილობდნენ. თამლიანმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია.

აქციაზე ამ დროისთვის სიმშვიდეა.

როგორც ცნობილია, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს. სააკაშვილის მხარდამჭერები სასამართლოს შენობის ეზოში აქციას მართავენ.

სამართალდამცველებმა თამლიანი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.