აიეტ კუკავა განმარტავს - ინფორმაციის წყაროდ ფეხბურთის განვითარების ფონდი არსად დამისახელებია #1TVSPORT
აიეტ კუკავა განმარტავს - ინფორმაციის წყაროდ ფეხბურთის განვითარების ფონდი არსად დამისახელებია #1TVSPORT

ქობულეთის „შუქურას“ ინვესტორმა, აიეტ კუკავამ განმარტება გააკეთა იმის გამო, რომ გუნდში დავალიანების შესახებ მის მიერ გაკეთებული კომენტარის შემდეგ გაუგებრობა წარმოიქმნა.

„ჩემმა კომენტარმა „შუქურას“ გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაუგებრობა გამოიწვია და უნდა განვმარტო – არსებობდა ინფორმაცია სტიმულირების და პრემიების სახელმწიფო პროგრამის 2022 წელს გაგრძელების თაობაზე. გარკვეული წრეების მხრიდან მოხდა ამ წინადადების ინტერპრეტირება ისე, თითქოს ეს ინფორმაცია ფეხბურთის განვითარების ფონდის მხრიდან გვქონდა მოწოდებული.

ორაზროვნების თავიდან ასაცილებლად ვაცხადებ, რომ ინფორმაციის წყაროდ არც მომიაზრებია ფეხბურთის განვითარების ფონდი. ეს არც კომენტარში და არსად არ არის დაფიქსირებული. ეს მოსაზრება, რომ დაფინანსება ძველი წესით ბოლო ხუთი წლის მსგავსად გაგრძელდებოდა, ზოგადად, ქართულ საფეხბურთო წრეებში მუსირებდა“, – ამბობს აიეტ კუკავა.