„შუქურას“ ფეხბურთელებმა უჩივლეს - გუნდში დავალიანებას ადასტურებენ და მის გადახდაზე მუშაობენ #1TVSPORT
„შუქურას“ ფეხბურთელებმა უჩივლეს - გუნდში დავალიანებას ადასტურებენ და მის გადახდაზე მუშაობენ #1TVSPORT

გამოცემა „90 წუთმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ლიგის ბინადარ ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელების მიმართ ისევ დავალიანება აქვს, რის გამოც მოთამაშეებმა ფეხბურთის ფედერაციაში საჩივარი შეიტანეს და კუთვნილი დავალიანების დაფარვა მოითხოვეს.

„ქობულეთის „შუქურას“ მოქმედმა ფეხბურთელებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს, მათ ვარჯიშსა და თამაშზე უარი თქვეს.

„დავინტერესდი, ყოფილი მწვრთნელების ვალი მაინც თუ დაფარეს (რევაზ გოცირიძე და მისი სტაფი). თურმე „შუქურას“ ხელმძღვანელობას ოქტომბრის ბოლომდე ჰქონდა ვადა, რომ გაწყვეტილი კონტრაქტის, ანუ დარჩენილი ერთი წლის ხელფასი ჩაერიცხა.

თუ არ ჩარიცხავდნენ, გათამაშებიდან უნდა მოხსნილიყვნენ. „შუქურას“ მენეჯმენტს დრო 18 ნოემბრამდე უთხოვია. დღეს რა რიცხვია? 22 ნოემბერი. პასუხი არის ამ ყველაფერზე? გაგიკვირდებათ და არ არის. 18 იანვრის შემდეგ რამდენი თვე გავიდა, მივეხმაროთ გადათვლაში? რას ფიქრობთ?“ – წერს გამოცემა.

საქართველოს პირველ არხს გუნდში დავალიანების არსებობაც დაუდასტურეს და ის ფაქტიც, რომ „შუქურას“ ფეხბურთელებმა ფედერაციაში უჩივლეს. კლუბის წარმომადგენლის თქმით, 1.5 თვის დავალიანება დაგროვდა, მის გადახდაზე მუშაობენ და საამისოდ დამფუძნებლისგან შენამატს ელოდებიან.