შვიდი გოლი ერთ მატჩში - მუსელიანმა ეროვნულ ლიგაში ჯიშკარიანის ძველი რეკორდი გაიმეორა #1TVSPORT
შვიდი გოლი ერთ მატჩში - მუსელიანმა ეროვნულ ლიგაში ჯიშკარიანის ძველი რეკორდი გაიმეორა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში ბოლო, 36-ე ტურში უჩვეულო ფაქტი დაფიქსირდა ქობულეთის „შუქურასა“ და „გაგრის“ შეხვედრაში, რომელიც სტუმრებმა 9:0 მოიგეს.

„გაგრის“ თავდამსხმელმა, ზურაბ მუსელიანმა შვიდი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მას მიმდინარე სეზონში 17 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მეორეადგილოსან „დინამო თბილისის“ თავდამსხმელს, ზორან მარუშიჩს გადაასწრო, ხოლო ჯოვანი ფლამარიონს გაუთანაბრდა.

ასევე უნიკალური იყო ის ფაქტი, რომ „გაგრაში“ სამი საგოლე გადაცემა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველმა, საბა მამაცაშვილმა შეასრულა. და რაც მთავარია – ზურაბ მუსელიანმა ერთ შეხვედრაში შედეგიანობის რეკორდი გაიმეორა, რომელიც მიშა ჯიშაკარიანმა 1991 წელს დაამყარა.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა სოხუმის „ცხუმში“ გამოსვლისას ოზურგეთის „მერცხალს“ 11:0 მოგებულ შეხვედრაში ასევე შვიდი გოლი გაუტანა.