ქობულეთის „შუქურა“ გაშვებული გოლებით ანტირეკორდსმენებში მოხვდა #1TVSPORT
ქობულეთის „შუქურა“ გაშვებული გოლებით ანტირეკორდსმენებში მოხვდა #1TVSPORT

ქობულეთის „შუქურა“ 1995/96 სეზონის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელმაც 100-ზე მეტი გოლი გაუშვა.

ეროვნული ლიგის 35-ე ტურში ქობულეთის „შუქურა“ ანგისას „ჯონი ბაკურიძე – არენაზე“ „გაგრასთან“ 0:9 დამარცხდა და უკვე მიმდინარე სეზონში 112 გაშვებული გოლი დაუგროვდა.

100-ზე მეტი გოლი ეროვნული ლიგების ისტორიაში აქამდე მხოლოდ სამმა გუნდმა გაუშვა: ყველაზე მეტჯერ 1990 წელს ლიგიდან გავარდნილი „ცხინვალის“ კარი აიღეს (124 გოლი), ხოლო 1995/96 სეზონში ყვარლის „დურუჯმა“ 104 გოლი გაუშვა.

„შუქურამ“ ეროვნული ლიგის კიდევ ერთი ანტირეკორდი დაამაყარა. ქობულეთის კლუბი პირველია საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ სამი მატჩი 9:0 წააგო – „სამტრედიასთან“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და „გაგრასთან“.

ყველაზე მეტი გაშვებული გოლი

1990 – „ცხინვალი“ (124)

2023 – ქობულეთის „შუქურა“ (112)

1995/96 – ყვარლის „დურუჯი“ (104)

1991/92 – ოზურგეთის „მერცხალი“ (98)

1993/94 – „მრეტები“ (95)

2004/05 – გორის „დილა“ (88)

1998/99 – ლანჩხუთის „გურია“ (87)

2006/07 – „თელავი“ (86)

2008/09 – „ბორჯომი“ (85)