„აიაქსის“ მწვრთნელმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასაუბრება გაიარა #1TVSPORT
ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ თენ ჰაგმა გასაუბრება გაიარა „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის თემაზე, – ამის შესახებ წერს გაზეთი „დეილი მეილი“.
წყაროს ცნობით, გასაუბრება ორშაბათს შედგა. მანჩესტერულმა კლუბმა სწორედ ამ კვირიდან გაააქტიურა მუშაობა ახალი მწვრთნელის მოსაძებნად, რომელმაც რალფ რანგნიკი უნდა შეცვალოს.
კანდიდატებს შორის არიან მაურიციო პოჩეტინო (პარი სენ-ჟერმენი), ხულენ ლოპეტეგი (სევილია) და ლუის ენრიკე (ესპანეთის ნაკრები). მათაც გასაუბრების იგივე პროცედურა ელოდებათ. რაც შეეხება „ჩელსის“ ამჟამინდელ დამრიგებელს თომას ტუხელს, მის კანდიდატურას „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა აღარ განიხილავს.
ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ 52 წლის თენ ჰაგი – მთავარი პრეტენდენტია „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამრიგებლის პოსტზე. მისი კონტრაქტი „აიაქსთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.