„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების საშიშროების გამო, ფეხბურთელების უმეტესობა სეზონის განახლებას სიფრთხილით ეკიდება:
„ფეხბურთელების დიდი ნაწილი შეშინებულია, რადგანაც მათ ოჯახები, შვილები, მშობლები ჰყავთ. სეზონის განახლების თაობაზე ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. ასეთი სიტუაცია მეც მაშინებს, მაგრამ მე, ჩემი მეგობარი გოგოს გარდა, არავისთან ვკონტაქტობ.
ინფიცირების უამრავ ვერსიაზე საუბრობენ. ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, რაც ადამიანებს სტრესში ამყოფებს. ამიტომაც მე ვრჩები შინ. შეიძლება კორონავირუსი გქონდეს და არ იცოდე ამის შესახებ“, – განუცხადა არგენტინელმა El Chiringuito-ს.
ბოლო მონაცემებით, ინგლისში კოვიდ 19-ის 171 790 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 26 811 შეადგენს.