26 გოლი ერთ სეზონში - ჰალანდმა „მანჩესტერ სიტიში“ აგუეროს რეკორდი გაიმეორა #1TVSPORT
26 გოლი ერთ სეზონში - ჰალანდმა „მანჩესტერ სიტიში“ აგუეროს რეკორდი გაიმეორა #1TVSPORT

ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ერლინგ ჰალანდმა „მანჩესტერ სიტის“ ლეგენდარული არგენტინელი ფორვარდის, სერხიო აგუეროს რეკორდი გაიმეორა.

„მანჩესტერ სიტის“ ისტორიაში სწორედ აგუერო იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისის ჩემპიონატის ერთ სეზონში ყველაზე მეტი, 26 გოლი ჰქონდა გატანილი.

თუმცა, ყველაფერი შეცვალა, როდესაც ჰალანდი „ქალაქელების“ რიგებს შეუერთდა და 26 გოლი პრემიერლიგის, ფაქტობრივად, ნახევარ სეზონში გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის ჩემპიონატში კიდევ 15 ტურია დარჩენილი და ძნელი გამოსაცნობი არ არის, გააუმჯობესებს თუ არა ნორვეგიელი ტალანტი სერხიო აგუეროს რეკორდს.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის სატურნირო ცხრილს 51 ქულით „სიტი“ და „არსენალი“ ლიდერობენ.