“მანჩესტერ სიტის” არგენტინელი ფორვარდი სერხიო აგუერო ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს ინგლისის ჩემპიონის რიგებში.
“მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში, ეშლი იანგთან შეჯახებისას მიღებული მუხლის ტრავმის შემდეგ, არგენტინელს ოპერაციის გადატანა მოუწია. აგუეროს იმედი აქვს, რომ მოასწრებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის გამოჯანმრთელებას.
„აღდგენით პროცესს გავდივარ მუხლზე ართროსკოპიული ოპერაციის შემდეგ. მაქსიმალურად მოტივირებული ვარ იმისთვის, რომ სწრაფად დავბრუნდე მოედანზე”, – დაწერა საკუთარ “ტვიტერზე” აგუერომ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი სულ ცოტა ხნის წინ, ერთი თვე მკურნალობდა მუხლის ტრავმას. ამ სეზონში მან ოფიციალურ მატჩებში 30 გოლი გაიტანა.