აგუერომ, შესაძლოა, „რეალთან“ მატჩისთვის გამოჯანმრთელება მოასწროს
აგუერომ, შესაძლოა, „რეალთან“ მატჩისთვის გამოჯანმრთელება მოასწროს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ ფორვარდმა სერხიო აგუერომ, შესაძლოა, „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალისთვის გამოჯანმრთელება მოასწროს.

ამ მომენტისთვის, 32 წლის არგენტინელი სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშებს შეუდგა. მას მუხლზე ოპერაცია ივნისში ჩაუტარდა.

„ვფიქრობ, „რეალთან“ შეხვედრისთვის ყველა ჯანმრთელად იქნება, – განაცხადა გვარდიოლამ. – მენდი დისკვალიფიცირებულია, მაგრამ თუ ვარჯიშებზე რაიმე კატასტროფა არ მოხდება, ყველა დანარჩენი მწყობრში იქნება“.

საპასუხო მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალს“ შორის 7 აგვისტოს გაიმართება. პირველი შეხვედრა ინგლისურმა კლუბმა მადრიდში 2:1 მოიგო.

აგუერომ წლევანდელ სეზონში 32 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი