აგუერო მოედანს ერთ თვეში დაუბრუნდება
აგუერო მოედანს ერთ თვეში დაუბრუნდება

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმმა, სერხიო აგუერომ ივნისში სერიოზული ტრავმა მიიღო და ახალი სეზონის სტარტი გამოტოვა.

„სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გასულ კვირას განაცხადა, რომ აგუერო უახლოესი ორი თვის განმავლობაში მოედანს ვერ დაუბრუნდებოდა.

თუმცა, „ტელეგრაფის“ ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელის მდგომარეობა უკვე გაუმჯობესდა და აგუერო თამაშს უკვე ერთი თვის შემდეგ შეძლებს.