აგუერომ არგენტინის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მარადონა არ დაასახელა
აგუერომ არგენტინის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მარადონა არ დაასახელა

„მანჩესტერ სიტის“ არგენტინელმა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ ინსტაგრამის ეთერში ტიერი ანრისთან ისაუბრა და საკუთარი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა, – იუწყება TyC Sports.

ინიციატივა ტიერი ანრის ეკუთვნოდა, რომელმაც აგუეროს სთხოვა, არგენტინის სიმბოლური ნაკრები შეედგინა ყველა დროის ხუთი საუკეთესო ფეხბურთელისგან.

საინტერესოა, რომ „სიტის“ თავდამსხმელის გემოვნებას მარადონა ვერ მოერგო და ლეგენდარული ფეხბურთელი აგუეროს შედგენილ ნაკრებში ვერ მოხვდა.

აგუეროს ხუთეული კი ასე გამოიყურება: ხერმან ბურგოსი, ოსკარ რუჯერი, ლიონელ მესი, კარლოს ტევესი და ხუან რომან რიკელმე.