სერხიო აგუერო - ეს ურთულესი მომენტია, მაგრამ ექიმების რჩევით, კარიერა დავასრულე [ვიდეო] #1TVSPORT
სერხიო აგუერო - ეს ურთულესი მომენტია, მაგრამ ექიმების რჩევით, კარიერა დავასრულე [ვიდეო] #1TVSPORT

„ბარსელონას“ არგენტინელმა თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ კარიერის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან პირველად ისაუბრა:

„ეს ძალიან რთული მომენტია , მაგრამ მთავარია ჯამრთელობა. სწორედ ეს არის ჩემი გადაწყვეტილების ერთადერთი მიზეზი. ექიმებმა გამომიკვლიეს და მირჩიეს, რომ ყველაზე კარგს, რასაც გავაკეთებდი, კარიერის დასრულება იყო. ეს გადაწყვეტილება ათი დღის წინ მივიღე.

ამაყი ვარ განვლილი გზით. ფეხბურთელობაზე ხუთი წლის ასაკიდან ვოცნებობდი, მას შემდეგ, რაც ბურთს პირველად შევეხე. გამიმართლა და დიდ გუნდებში ვითამაშე. ფეხბურთს თავაწეული ვტოვებ, მაგრამ არ ვიცი, მომავლში რა უნდა გავაკეთო“, – განაცხადა აგუერომ პრესკონფერენციაზე.

აგუეროს კარიერის განმავლობაში „ინდეპენდიენტეში“, „ატლეტიკოსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ უთამაშია. მას მოგებული აქვს ევროპის ლიგა, უეფა-ს სუპერთასი, ინგლისის პრემიერლიგა, თასი და სუპერთასი, კოპა ამერიკა და ოლიმპიური თამაშები.