ადამ კინზინგერი - პროტესტის უფლება არ ვრცელდება ძეგლების განადგურებაზე, ისტორიული შენობების დაწვაზე, ძარცვასა და საწარმოების განადგურებაზე
ადამ კინზინგერი - პროტესტის უფლება არ ვრცელდება ძეგლების განადგურებაზე, ისტორიული შენობების დაწვაზე, ძარცვასა და საწარმოების განადგურებაზე

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, პროტესტის უფლება არ ვრცელდება ძეგლების განადგურებაზე, ისტორიული შენობების დაწვაზე, ძარცვასა და საწარმოების განადგურებაზე. ამის შესახებ კონგრესმენი სოციალურ ქსელში წერს.

„ეს ამაზრზენი, ძალადობრივი არეულობა ახშობს რეალურ საკითხებს, რომლებიც გადასაჭრელია. ჩვენ გვჭირდება ლიდერობა და წესრიგი უნდა აღდგეს, ახლავე“, – წერს კინზინგერი „ტვიტერში“.

ამ განცხადებით რესპუბლიკელი კონგრესმენი გამოეხმაურა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, რომლებიც მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებამ გამოიწვია. 46 წლის ფლოიდი პოლიციელის მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად გარდაიცვალა.