აბრამაშვილი პირველი ცდის შემდეგ 35-ე ადგილზეა
აბრამაშვილი პირველი ცდის შემდეგ 35-ე ადგილზეა

პიონჩანგის ოლიმპიადის მე-13 დღეს კაცებს შორის სლალომში გამარჯვებული გამოვლინდება. აქ გამოდის ქართული ოლიმპიური გუნდის ბოლო მონაწილე იასონ აბრამაშვილი. მან უკვე შეასრულა პირველი ცდა და 35-ე ადგილზე იმყოფება. ქართველს 1.05 წამი არ ეყო პირველ ოცდაათეულში შესასვლელად.

აღსანიშნავია, რომ პირველ ცდაზე 56-მა სპორტსმენმა ვერ შეძლო ფინიშთან მისვლა. მათ შორის იყო მთავარი ფავორიტი, ავსტრიელი მარსელ ჰირშერი, რომელმაც თითქმის განაღდებული ოქრო დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიელს პიონჩანგში უკვე აქვს ორი ოქროს მედალი მოპოვებული – კომბინაციაში და გიგანტურ სლალომში.
პირველი ცდის შემდეგ, კაცების სლალომში ნორვეგიელი ჰენრიკ კრისტოფერსენი ლიდერობს.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე