აბას არაღჩი – რეგიონში განლაგებულ აშშ-ის ბაზებზე ირანის საპასუხო დარტყმებმა უსაფრთხოების არქიტექტურა საფუძვლიანად შეცვალა
რეგიონში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ირანის საპასუხო დარტყმებმა უსაფრთხოების არქიტექტურა საფუძვლიანად შეცვალა, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ირანმა ომის შესაძლებლობა წინასწარ განჭვრიტა და სხვადასხვა სცენარისთვის, მათ შორის აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი შეტევისთვის, ასევე უზენაესი ლიდერის მკვლელობის მცდელობისთვის დეტალური სამოქმედო გეგმები წინასწარ ჰქონდა შემუშავებული.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გეგმები, მათ შორის ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივი დაბლოკვა, წინასწარ იყო შემუშავებული და განსაზღვრული სამოქმედო გეგმების მიხედვით განხორციელდა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თეირანმა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები წარმართა მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყებას ელოდებოდნენ. როგორც არაღჩიმ განმარტა, მოლაპარაკებების მიზანი საერთაშორისო საზოგადოებისთვის იმის დემონსტრირება იყო, რომ ირანმა ყველა მშვიდობიანი გზა სცადა. ამასთან, აბას არაღჩის განცხადებით, ვაშინგტონმა სამხედრო გზას მიმართა მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების გზით ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება ვერ მოახერხა.