აბას არაღჩი – აშშ-სა ირანს შორის მოლაპარაკებები ვიდრე არ დასრულდება, ყველაფერი სპეკულაციაა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ვიდრე აშშ-სა ირანს შორის მოლაპარაკებები არ დასრულდება, ყველაფერი სპეკულაციაა.
მისივე თქმით, ამჟამად მხარეებს შორის დიალოგი და შეტყობინებების გაცვლა მიმდინარეობს.
„შეუძლებელია განსჯა, ვიდრე მკაფიო დასკვნას არ მივაღწევთ; ყველაფერი, რაც ვრცელდება, სპეკულაციაა და სერიოზულად არ უნდა იქნეს აღქმული“, – განუცხადა არაღჩიმ ირანულ მედიას.