თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის ტრიბუნაზე გამოსვლისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბოთლი ესროლა, მან ნასროლი ბოთლიდან წყალი მოსვა.
ნათელაშვილმა მოგვიანებით ჟურნალისტებთან განუცხადა, რომ ბოთლი პროვოკატორებმა ესროლეს.