შალვა ნათელაშვილს პარლამენტთან ბოთლი ესროლეს

22:35, 25.06.2019

​თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის ტრიბუნაზე გამოსვლისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბოთლი ესროლა, მან ნასროლი ბოთლიდან წყალი მოსვა.

ნათელაშვილმა მოგვიანებით ჟურნალისტებთან განუცხადა, რომ ბოთლი პროვოკატორებმა ესროლეს.

მსგავსი