საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
კონროლდებოდა თუ არა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხელისუფლების სხვადასხვა შტო და იყო თუ არა პარტიისგან გამიჯნული პრეზიდენტი – პლენუმი სარჩელში მოყვანილ გარემოებებზე პასუხების მიღებას ცდილობს.
მოსარჩელე მხარის ორდღიანი გამოკითხვის შემდეგ, პროცესზე მოპასუხე მხარის დრო დადგა. მწვავე კითხვების ადრესატი დღეს ყოფილი მმართველი პარტია აღმოჩნდა. შეკითხვები შეეხებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მომხდარ ყველა გახმაურებულ მკვლელობის საქმეს, 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციების დარბევას და ექს-პრეზიდენტის უფლებამოსილებას, რომელსაც მაშინდელი კონსტიტუცია ფაქტობრივად განუსაზღვრელ ძალაუფლებას ანიჭებდა. ახორციელებდა თუ არა პარტია პოლიტიკური კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ვინ იღებდა საკადრო გადაწყვეტილებებს და არის თუ არა მაშინდელი მართველი პარტია პასუხისმგებელი, მკვლელობის იმ საქმეებზე, რომლის ფიგურანტებიც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები იყვნენ. კითხვა-პასუხი კამათში რამდენჯერმე გადაიზარდა.
თათია ტაბეშაძე ბათუმიდან პირდაპირ ეთერში.