7664 გოლი - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ახალი რეკორდი დამყარდა
7664 გოლი - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ახალი რეკორდი დამყარდა

ჰოკეის ეროვნული ლიგის წლევანდელ რეგულარულ ჩემპიონატში, რომელიც კვირას დასრულდა, გატანილი შაიბების რაოდენობით ახალი რეკორდი დამყარდა.

სულ 2018-19 წლების სეზონში 7664 გოლი გაიტანეს. ამ რიცხვში ითვლება 87 გადამწყვეტი შაიბა ბულიტების სერიაში. წინა რეკორდი დამყარებული იყო 2005-06 წლების სეზონში – მაშინ 7588 შაიბა დაგროვდა.
2018-19 წლების რეგულარულ ჩემპიონატში, საშუალოდ მატჩში ზუსტად ექვსი გოლი გადიოდა – ეს მეორე შედეგია ბოლო 12 წლის განმავლობაში, როცა 2005-06 წლების სეზონში მატჩში საშუალოდ 6.2 შაიბა გაჰქონდათ.