7 დეკემბრიდან პირველი არხი ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის რეპორტაჟებს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ #1TVSPORT
კოლუმბიის დედაქალაქი ბოგოტა ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია. გიორგი ასანიძის შეგირდები ფიცარნაგზე დღიდან გამოვლენ.
მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ერთი ქართველი იასპარეზებს:
7 დეკემბერი – 20:30 სთ. გოდერძი ბერდელიძე – (61 კგ).
8 დეკემბერს კი 01:30 საათიდან შოთა მიშველიძე პირველობისთვის იბრძოლებს (61 კგ).
პირველი არხი 01:30 საათიდან რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
ჩემპიონატზე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდება.