7 დეკემბრიდან პირველი არხი ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის რეპორტაჟებს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ #1TVSPORT
7 დეკემბრიდან პირველი არხი ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის რეპორტაჟებს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ #1TVSPORT

კოლუმბიის დედაქალაქი ბოგოტა ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია. გიორგი ასანიძის შეგირდები ფიცარნაგზე დღიდან გამოვლენ.

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ერთი ქართველი იასპარეზებს:

7 დეკემბერი – 20:30 სთ. გოდერძი ბერდელიძე – (61 კგ).

8 დეკემბერს კი 01:30 საათიდან შოთა მიშველიძე პირველობისთვის იბრძოლებს (61 კგ).

პირველი არხი 01:30 საათიდან რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

ჩემპიონატზე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდება.