5,7 მეტრის სიმაღლის ჟირაფი ფორესტი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა
მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჟირაფი ავსტრალიაში ბინადრობს. 12 წლის ჟირაფი სახელად ფორესტი ქუინსლენდის ზოოპარკშია და მისი სიმაღლე 5,7 მეტრია.
ავსტრალიაში ჩასული გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა ჟირაფის სიმაღლე სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით დააფიქსირეს. ამ პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდა.
ჟირაფი ფორესტი ახალ ზელანდიაში დაიბადა და ორი წლის ასაკში ავსტრალიაში მოხვდა.
ამიერიდან, ფორესტი გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე მაღალ ჟირაფად იქნება მოხსენიებული.