ალექსანდერ-არნოლდი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს
ალექსანდერ-არნოლდი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს

„ლივერპულის“ მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, – წერს გაზეთი „მირორი“.

2018-19 წლების სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერლიგის მატჩებში 12 შედეგიანი პასი შეასრულა. ეს პრემიერლიგის ერთ სეზონში მცველის მიერ შესრულებული საგოლე გადაცემების რაოდენობით გინესის რეკორდია.

ალექსანდერ-არნოლდმა მოხსნა „ევერტონის“ ყოფილი ფეხბურთელების – ენდი ჰინჩკლიფისა (1994-95) და ლეიტონ ბეინსის (2010-11) რეკორდი, რომლებსაც ერთ სეზონში 11-11 შედეგიანი პასი ჰქონდათ.

„ეს დიდი პატივია ჩემთვის. ყოველთვის მინდოდა წინ წასვლა და გუნდისთვის დახმარება მომენტების შექმნაში. ფეხბურთი – გუნდური თამაშია და ჩემი თანაგუნდელების გარეშე, ეს რეკორდი შეუძლებელი იქნებდა. ძალიან ამაყი ვარ და იმედი მაქვს, ეს რეკორდი რამდენიმე კიდევ წელი იქნება ძალაში”, – განაცხადა ალექსანდერ-არნოლდმა.