ვირჯინიაში, ზოოპარკში ხანძარს ჟირაფები ემსხვერპლნენ
ვირჯინიაში, ზოოპარკში ხანძარს ჟირაფები ემსხვერპლნენ

ვირჯინიის ჩრდილოეთ ნაწილში, ზოოპარკში ხანძარს ორი ჟირაფი ემსხვერპლა. ცეცხლი ზოოპარკის ტერიტორიაზე მდგარ ორსართულიან ნაგებობას მოედო, როდესაც დაწესებულება დაკეტილი იყო.

ადგილზე მისულ სახანძრო სამსახურს ორი ცხოველი მკვდარი დახვდა. ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხვა ცხოველები არ დაშავებულან.

ხანძრის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.