5 სექტემბერს ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება - საქართველოს ნაკრებიდან პირველი რამინ შამილიშვილი იასპარეზებს #1TVSPORT
5 სექტემბრიდან საუდის არაბეთი ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
მსოფლიო პირველობაზე, მედლების გარდა, პარიზის ოლიმპიური თამაშების ქულებიც გათამაშდება. ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრების წევრთაგან პირველი რამინ შამილიშვილი ავა, ის 55 კგ წონით კატეგორიაში დაიცავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას.
ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე რამინ შამილიშვილმა სამივე სინჯის მედალი მოიპოვა. ატაცში მან 109, 111 და 113 კგ დააფიქსირა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
აკვრაში შამილიშვილმა 132 და 136 კგ დაძლია, ხოლო მისი შედეგი მესამე იყო. ორჭიდის ჯამში რამინ შამილიშვილს ვერცხლის მედალი გადაეცა.
ქართველი სპორტსმენის გამოსვლის რეპორტაჟი ტელესკოლის პირდაპირ ეთერში 20:10 საათზე დაიწყება.