ტაილანდში, მღვიმეში ჩარჩენილ ბავშვებს ელონ მასკის კაფსულით არ გამოიყვანენ
ტაილანდში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის ხელმძღვანელი პირების თქმით, მღვიმეში ჩარჩენილ ბავშვებს ამერიკელი მილიარდერის ელონ მასკის კაფსულით არ გამოიყვანენ.
როგორც საგანგებო შტაბში აცხადებენ, კაფსულა, რომლის გაგზავნასაც მასკი ტაილანდის მთავრობას დაპირდა, სამაშველო ოპერაციის დროს „პრაქტიკულად გამოუსადეგარია“.
„მიუხედავად იმისა, რომ მასკის მიერ შექმნილი წყალქვეშა ნავი ნამდვილად უმაღლესი ტექნოლოგიებით არის შექმნილი, ჩვენი ოპერაციის დროს მისი გამოყენება პრაქტიკულად, შეუძლებელია“, – აცხადებენ სამაშველო მისიის ხელმძღვანელები.
ელონ მასკი ტაილანდში ორშაბათს საღამოს ჩაფრინდა. მან ის მღვიმე მოინახულა, სადაც, ბიჭები არიან ჩაკეტილი და ტაილანდის ხელისუფლებას მინიწყალქვეშა ნავი გადასცა.
როგორც მილიარდერმა განაცხადა, მინი წყალქვეშა ნავს მან „ტყის ტახი“ უწოდა. ამავე სახელწოდებას ატარებს ფეხბურთელთა გუნდი, რომლის წევრებიც მღვიმეში არიან ჩარჩენილი. მასკის თქმით, ის კაფსულას ტაილანდში დატოვებს, რათა მთავრობამ მსგავსი შემთხვევების განმეორების შემთხვევაში, მისი გამოყენება შეძლოს.
ტაილანდის მღვიმიდან მოზარდების გამოყვანის ოპერაციის მესამე ფაზა დაიწყო.