ელონ მასკი Teslas-ს დირექტორთა საბჭოს დატოვებს

08:27, 30.09.2018
Fremont, CA., October 16, 2014:
Elon Musk, the chairman, C.E.O., and product architect of Tesla Motors, is photographed the “Golden Steering Wheel”  the leading car award in Europe posing with the Model S electric car at the Tesla plant in Fremont, California. 
Nancy Pastor/Polaris Images fur BamS und AUTO BILD im Rahmen DGL 2014

Fremont, CA., October 16, 2014: Elon Musk, the chairman, C.E.O., and product architect of Tesla Motors, is photographed the “Golden Steering Wheel” the leading car award in Europe posing with the Model S electric car at the Tesla plant in Fremont, California. Nancy Pastor/Polaris Images fur BamS und AUTO BILD im Rahmen DGL 2014

ელონ მასკი Teslas-ს დირექტორთა საბჭოს დატოვებს. ამერიკელმა მილიარდერმა მარეგულირებელ ორგანოებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მასკს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების საზედამხედველო კომისია თაღლითობაში ადანაშაულებს. საქმე ეხება კომპანია Teslas-ს გენერალური დირექტორის მიერ Twitter-ით გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ელონ მასკი ამბობდა, რომ Tesla-ს ფასიანი ქაღალდები ბირჟებზე აღარ გაიყიდებოდა და კომპანია არასაჯარო გახდებოდა.

ამასთან, მასკმა ის თანხაც გაამხილა, რომლითაც კომპანია Tesla-ს აქციებს გამოისყიდდა. მარეგულირებელმა ორგანოებმა დაადგინეს, რომ მასკის ეს განცხადება ტყუილი იყო, რაც თავად ელონ მასკმაც აღიარა.

მილიარდერის თქმით, აქციების გამოსყიდვის საშუალება მას არ აქვს. მასკის ასეთმა განცხადებამ დირექტორთა საბჭოს წევრების უკმაყოფილება გამოიწვია.

მილიარდერს სასამართლოში უჩივლეს აქციონერებმა, რომელთა თქმითაც, მასკის განცხადებამ მათ ბირჟებზე მილიონები დააკარგინა.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ელონ მასკი Tesla-ს დირექტორთა საბჭოს სამი წლით დატოვებს და 20 მილიონი დოლარის ოდენობით, ჯარიმას გადაიხდის. ამასთან, მასკი კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს შეინარჩუნებს და ბრალის აღიარება არ მოუწევს.

მსგავსი