ელონ მასკი აცხადებს, რომ მარსზე გამგზავრება სურს
ელონ მასკი აცხადებს, რომ მარსზე გამგზავრება სურს

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ელონ მასკი აცხადებს, რომ 70%-იანი ალბათობით, მარსზე გაემგზავრება. ამის შესახებ ელონ მასკმა ვებ გვერდ Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.
მილიარდერი აცხადებს, რომ მსგავსი ექსპედიცია მარსზე დაახლოებით 7 წელიწადში შედგება.

მისივე თქმით, მარსზე გამგზავრება ნებისმიერ მსურველს რამდენიმე ასული ათასი დოლარი დაუჯდება.

„ჩვენ ცოტა ხნის წინ რამდენიმე აღმოჩენა გავაკეთეთ, რაც ახალი შთაგონების წყაროდ იქცა. ზუსტად ვიცი, რაც უნდა გავაკეთოთ. მე ვსაუბრობ მარსზე გადასვლაზე“, – აცხადებს მასკი.
მილიარდერი ამბობს, რომ მარსზე გამგზავრება ზოგიერთი ადამიანისთვის იმ პრობლემებისგან გაქცევა იქნება, რომლებიც მათ დედამიწაზე აქვთ.

„მარსზე დაღუპვის ალბათობა გაცილებით მაღალია, ვიდრე დედამიწაზე, თუმცა ზოგიერთისთვის წითელ პლანეტაზე გამგზავრება და იქ ცხოვრება, შესაძლოა, ერთგვარი გამოწვევა გახდეს“, – აცხადებს ელონ მასკი.