Bloomberg - ელონ მასკმა ერთ დღეში 1,5 მილიარდი დაკარგა ​
Bloomberg - ელონ მასკმა ერთ დღეში 1,5 მილიარდი დაკარგა ​

Tesla-ს დამფუძნებლის ელონ მასკის ქონება ერთ დღეში 1,5 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა – იუწყება Bloomberg-ი.

გამოცემის ცნობით, მასკმა დიდძალი თანხა მას შემდეგ დაკარგა, რაც აშშ-ის მთავრობამ მის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. მასკს Tesla-ს აქციონერების შეცდომაში შეყვანას ედავებიან.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც მასკმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ Tesla-ს კერძო კორპორაციად გარდაქმნა სურდა. მისი ინფორმაციით, ინვესტორების დახმარებით, თითო აქციას 420 აშშ დოლარად გამოისყიდდა. მისი ამ განცხადების გამო, აქციების ფასმა მკვეთრად იმატა. ​SEC-ში აცხადებენ, რომ მასკმა იცრუა, როცა ირწმუნებოდა, რომ გეგმის განსახორციელებლად ინვესტორები ჰყავდა.

Forbes-ის მონაცემებით, ელონ მასკის ქონება 21 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.