47 წლის იარომირ იაგრი ისევ ითამაშებს
47 წლის იარომირ იაგრი ისევ ითამაშებს

ლეგენდარულმა ჩეხმა ფორვარდმა იარომირ იაგრმა განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელება აქვს განზრახული. 2018-2019 წლების სეზონზე 47 წლის ფორვარდი „კლადნოსთან“ ერთად გადავიდა ჩეხეთის ელიტურ დივიზიონში. გადამწყვეტ მატჩში მან პოკერი შეასრულა „ბუდეიოვიცესთან“ (4:2).

„მინდა გავაგრძელო სათამაშო პრაქტიკა. ჯერჯერობით, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იქნება ელიტაში „კლადნოსთან“ ერთად გამოსვლა. შესაძლოა, ეს იყოს თამაში ჩვენს ფარმ-კლუბში“, – განაცხადა იაგრმა. ვეტერანი „კლადნოს“ მფლობელია.

იარომირ იაგრმა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში 1733 მატჩი ჩაატარა, 766 შაიბა გაიტანა და 1155 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ის „სტენლის“ თასის მფლობელი, ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია.