2025 წლის ფინალისიმა, შესაძლოა, „რივერ პლეიტის“ არენაზე გაიმართოს #1TVSPORT
2025 წლის ფინალისიმა, შესაძლოა, „რივერ პლეიტის“ არენაზე გაიმართოს #1TVSPORT

არგენტინის საფეხბურთო ასოციაციამ (AFA) თხოვნით მიმართა სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ასოციაციას, მოელაპარაკოს უეფა-ს იმის თაობაზე, რომ 2025 წლის ფინალისიმა „რივერ პლეიტის“ საშინაო არენაზე გაიმართოს.

ჯერჯერობით უცნობია კოპა ამერიკის ჩემპიონს, არგენტინასა და ევროპის ჩემპიონს, ესპანეთს შორის მატჩის ჩატარების თარიღი და ადგილი.

ფინალისიმა – ეს არის ერთმატჩიანი ტურნირი, რომელშიც ერთმანეთს ხვდებიან ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონები. პირველად ასეთი მატჩი 2022 წელს გაიმართა. მაშინ „უემბლიზე“ არგენტინამ იტალია 3:0 დაამარცხა.

„რივერ პლეიტის“ საშინაო არენაა სტადიონი „მონუმენტალი“. 2023 წელს ჩატარებული რეკონსტრუქციის შემდეგ მისი ტევადობა შეადგენს 83-86 ათას მაყურებელს.