2021 წელს, ქალთა შორის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს ინგლისი უმასპინძლებს. ინფორმაცია უეფამ უკვე დაადასტურა.
აღსანიშნავია, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია მასპინძლობის ერთადერთი კანდიდატი იყო, თუმცა მას მაინც მოუწია მკაცრი პირობების დაკმაყოფილება.
„ეს არაჩვეულებრივი ამბავია ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისთვის, ქვეყნისთვის და ინგლისში ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის“, – განაცხადა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ქალთა ფეხბურთის მიმართულების ხელმძღვანელმა, ბარონესა კემპბელმა.
ცნობილია ასევე, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი „უემბლიზე“ გაიმართება.
ქალთა შორის ევროპის წინა ჩემპიონატი 2017 წელს ნიდერლანდებში გაიმართა, სადაც მასპინძელთა გუნდმა ისტორიაში პირველი ჩემპიონობა მოიპოვა.