20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატი დიღმის სამმართველოში საქმის მასალებს ეცნობა
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატი გიორგი გელხაური თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში საქმის მასალებს ეცნობა.
„ბეჟან ლორთქიფანიძე დაკავებულია სასამართლოს განჩინებით. სავარაუდოდ, მას ბრალი ედება ორგანიზებული ძალადობაზე. რაც შეეხება მის პოზიციას, იგი არ უარყოფს რომ იყო აქციაზე, არ უარყოფს, რომ იღებდა აქციის მიმდინარეობაში მონაწილეობას. თუმცა, მისი თვითმიზანი არ ყოფილა რომელიმე პოლიციელისთვის ზიანის მიყენება, რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტისთვის ზიანის მიყენება ან ძალადობა. ის აპროტესტებდა მხოლოდ ერთ რამეს – გავრილოვის ჩამოსვლას საქართველოში“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.
დიღმის სამმართველოსთან ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლეც იმყოფება.
ბეჟან ლორთქიფანიძე სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს.