17-წლამდელები ამხანაგურ მატჩს ავსტრიასთან გამართავენ
17-წლამდელები ამხანაგურ მატჩს ავსტრიასთან გამართავენ

მიმდინარე წლის მარტში, ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მატჩები გაიმართება. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი დაძლია და მომავალი მატჩებისთვის ემზადება.

დღეს გუნდმა მორიგი შეკრება დაიწყო. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ნემსაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთაც ორ ამხანაგურ მატჩშიც გამოცდის. 12 და 15 თებერვალს თბილისის ზღვასთან მდებარე “ზესტაფონის“ ბაზაზე საქართველოს 17-წლამდე მეტოქე ავსტრიის ამავე ასაკის ნაკრები იქნება.

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე, ლუკა კუტალაძე (ორივე – დინამო თბ), ლუკა ლეჟავა (საბურთალო);

მცველები: ირაკლი აზაროვი, ზურაბ ბაქრაძე, სანდრო კალანდაძე (სამივე – დინამო თბ), გიორგი აბზიანიძე, ირაკლი წაქაძე (ორივე – ქუთაისის ტორპედო), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გოგა გოგოლაძე (რუსთავი);

ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი, ვახტანგ ჩარკვიანი, გიორგი შალიკაშვილი (სამივე – დინამო თბ), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ბექა აშორდია (იბერია 2010), აკაკი დეკანოსიძე (იმოლეზე კალჩო, იტალია);

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, ელგუჯა ჯანგველაძე (ორივე – დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი, ლადო ჩიხრაძე (ორივე – საბურთალო), გიორგი გაგუა (იბერია 2010), ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი).