17-წლამდელებმა “განვითარების თასზე” ისევ გაიმარჯვეს
17-წლამდელებმა “განვითარების თასზე” ისევ გაიმარჯვეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში “განვითარების თასის” გათამაშება გრძელდება. საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა დღეს მეორე შეხვედრა მოლდოვასთან ჩაატარა.

ყაზახეთის ძლევის (3:2) შემდეგ გიორგი ნემსაძის გუნდმა ამჯერადაც წარმატებას მიაღწია და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.

ანგარიში მე-5 წუთზე ზუკა დავითაშვილმა გახსნა, 26-ე და 59-ე წუთებზე კი ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა – 3:0.

ჯგუფის ბოლო ტურის წინ უკრაინამ და საქართველომ 6-6 ქულა დააგროვეს – ეს ორი ნაკრები 25 იანვარს, ერთმანეთს შეხვდება და ჯგუფის პირველადგილოსანს გამოავლენს.