17-წლამდელმა ფეხბურთელებმა ბელგია იოლად დაამარცხეს
17-წლამდელმა ფეხბურთელებმა ბელგია იოლად დაამარცხეს

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკში, ”განვითარების თასზე” მეოთხე-მეექვსე ადგილისთვის ბრძოლაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. გიორგი ნემსაძის გუნდმა ბელგია 3:1 დაამარცხა.

ანგარიში ზურა დავითაშვილმა მე-4 წუთზე პენალტით გახსნა, მე-18 წუთზე გიორგი გულიაშვილმა სხვაობა გაზარდა – 2:0. ბელგიელებმა ბოლო წუთებზე პენალტით სხვაობა შეამცირეს, თუმცა საბოლოო ანგარიში მეკარესთან პირისპირ გასულმა ხვიჩა კვარაცხელიამ დააფიქსირა 3:1 საქართველოს სასარგებლოდ.

ტურნირის დასკვნით შეხვედრაში ქართველი 17-წლამდელები სლოვაკეთს შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ ბელგიასთან გამარჯვებამდე გიორგი ნემსაძის შეგირდებმა ყაზახეთსა (3:2) და მოლდოვას (3:0) მოუგეს, უკრაინასთან კი 1:3 დათმეს.

საქართველომ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ხარშილაძე, კაპანაძე, კალანდაძე, აბზიანიძე, გელაშვილი, შვარცი, ჩოთალიშვილი, მექვაბიშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი, გულიაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: ბაქრაძე, ჭავჭანიძე, დეკანოსიძე, გაგუა, ჩიხრაძე.

ხვალ ჩვენი ნაკრები სლოვაკეთს შეხვდება, რომელმაც ბელგიას 5:0 სძლია – ამ მატჩის გამარჯვებული ტურნირზე მე-4 ადგილს დაიკავებს.