თბილისი 17- წლამდე ფრენბურთელ გოგონათა შორის აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატს მასპინძლობს
თბილისი 17- წლამდე ფრენბურთელ გოგონათა შორის აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატს მასპინძლობს

ოლიმპიურ ქალაქში მდებარე ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენა 17- წლამდე ფრენბურთელ გოგონათა შორის აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატს მასპინძლობს.

დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩი გამართა. პირველ შეხვედრაში ქართველებმა სომხეთის წარმომადგენლები ანგარიშით 3:1 დაამარცხეს. უკრაინის ნაკრებთან საქართველოს 17 წლამდელთა გუნდმა ანგარიშით 3:0 წააგო.

25 ნოემბერს, 17:00 საათზე საქართველოს ნაკრები ლატვიის გუნდის მეტოქე იქნება.