17-წლამდელებმა მინსკში გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულეს (ვიდეო)

საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა მინსკში „განვითარების თასი“ მეექვსე ადგილზე დაასრულა.

ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში ტაჯიკეთთან მოულოდნელი და ძალიან მტკივნეული მარცხის (1:2) შემდეგ, საქართველოს 17-წლამდელებმა მხოლოდ მეხუთე-მეექვსე ადგილებისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვეს, სადაც „ა“ ჯგუფის მესამეადგილოსან ფინეთს დაუპირისპირდნენ.

სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა ეს მატჩიც წააგო. შეხვედრა საქართველოს უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ფინელებმა თამაში გაათანაბრეს, მეორე ტაიმში კი უპირატესობა მოიპოვეს და გადამწყვეტი გოლიც გაიტანეს. მე-60 წუთზე ერთადერთი გოლი გერმანული „ვოლფსბურგის“ ასაკობრივი გუნდის ნახევარმცველმა ემანუილ პატუტმა შეაგდო – 0:1.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის ემზადება, რომელიც 25-დან 31 მარტამდე გაიმართება. ჩვენი გუნდი მეტოქე ინგლისი, ბელგია და რუმინეთი იქნებიან.