საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მზადება დაიწყო. დღეს გუნდი ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეიკრიბა. გიორგი ნემსაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
მინსკის საერთაშორისო ტურნირზე წასაყვან ფეხბურთელთა სია:
მეკარეები: ლუკა ხარშილაძე, ლუკა კუტალაძე (ორივე – დინამო თბ);
მცველები: ზურაბ ჭავჭანიძე, ზურაბ ბაქრაძე, სანდრო კალანდაძე (სამივე – დინამო თბ), შოთა ნონიკაშვილი, ცოტნე კაპანაძე (ორივე – საბურთალო), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), ზურაბ გიგაშვილი (ანკარაგიუჯუ, თურქეთი), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), გოგა გოგოლაძე (რუსთავი),
ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი, გიორგი შალიკაშვილი (სამივე – დინამო თბ), ცოტნე ჩოთალიშვილი, თორნიკე ასკურავა, ლადო ჩიხლაძე (სამივე – საბურთალო), აკაკი დეკანოსიძე (იმოლეზე, იტალია);
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი იაკობიძე (ორივე – დინამო თბ), ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გაგუა (იბერია).
მინსკის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი 21-28 იანვარს გაიმართება. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მესამე ჯგუფში უკრაინასთან, ყაზახეთთან და მოლდოვასთან ერთად მოხვდა. გიორგი ნემსაძის გუნდი 22 იანვარს ყაზახეთს ეთამაშება, 23 იანვარს – მოლდოვას, ხოლო 25 იანვარს – უკრაინას, შემდეგ კი პლეიოფები დაიწყება.