17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრო 2022-ის შესარჩევისთვის ემზადება #1TVSPORT
17-წლამდელები შესარჩევი რაუნდის მატჩებისთვის თბილისში ემზადებიან. ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ახალი ფორმატით ჩატარდება. 49 ქვეყნის ნაკრები რეიტინგის მიხედვით „ა“ და „ბ“ ლიგაში გადანაწილდა. საქართველოს ნაკრები ბ1 ჯგუფში 24-30 სექტემბერს ბელარუსს, კოსოვოსა და ლუქსემბურგს დაუპირისპირდება.
ლუქსემბურგში გამგზავრებამდე, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ღია ვარჯიში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართა. ჩვენი გუნდი ლუქსემბურგში 18 ფეხბურთელის შემადგენლობით 22 სექტემბერს გაემგზავრება.
მეკარეები: ანანო ხუცურაული, თამარ ყიზილაშვილი (ორივე – ბახტრიონი, ახმეტა)
მცველები: ლიზი ჯგუშია, ანა პავლიაშვილი (ორივე – ნორჩი დინამო, თბილისი), ნინო აბულაძე, მაია ხუციშვილი (ორივე – ნიკე, თბილისი), სალომე კევლიშვილი (ბახტრიონი, ახმეტა), ელენე გაზდელიანი (დინამო, სოხუმი)
ნახევარმცველები: ელენე ენჯიბაძე, რუსუდან მანაგაძე (ორივე – გორი იუნაიტედი, გორი), მარიამ მამნიაშვილი (ნიკე, თბილისი), ლიზი კანკია (კვარტალი, თბილისი), ლიზი დიასამიძე (დინამო, ბათუმი)
თავდამსხმელები: ლიკა მანუჩარაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ელენე ჩიქოვანი (კვარტალი, თბილისი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე, თბილისი), ლიზი გომელაური (დინამო, სოხუმი), ნინი ბერიძე (დინამო, ბათუმი)
ფორმატის თანახმად, „ბ“ ჯგუფში გამარჯვებული ნაკრებები (სულ 6 გუნდი) „ა“ ლიგაში გადაინაცვლებენ. წლის ბოლოს კი „ა“ ლიგაში მოასპარეზე 28 ნაკრები, ჯგუფში გამარჯვების შემთხვევაში, ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს. 7 ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი – ბოსნია-ჰერცეგოვინა შეუერთდება. ფინალური ეტაპი 2022 წლის 3-15 მაისს 8 გუნდის მონაწილეობით გაიმართება.